სახალხო დამცველი სასამართლო პროცესზე დაიკითხება

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი 22 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ყოფილი სამართალდამცავის, გოგა ონიანის  სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ნანუაშვილი მოწმის სახით დაკითხვა იმის შემდგომ გადაწყდა, რაც მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა სახალხო დამცველის დაკითხვის თაობაზე. დაცვის მხარის განცხადებით, უჩა ნანუაშვილი ონიანის საქმის დეტალებს  კარგად იცნობს და მას პირადი შეხება ჰქონდა საქმის სხვა  მოწმეებთან.

შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანს  ბრალი ედება 2011 წელს პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობისას ლევან მდინარაძის  პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაში და მისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში.

">