სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის

სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. ნინო ლომჯარიამ დახურულ შეხვედრაზე უმრავლესობის კითხვებს უპასუხა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კანდიდატის მიმართ არაერთი კითხვა დაისვა ადამიანის უფლებეbის, სოციალურ-პოლიტიკური უფლებების სფეროში. მისივე თქმით, ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტის მომავალი განვითარების საკითხებზე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა შეკითხვები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კანდიდატის ხედვასთან დაკავშირებით, ასევე იყო შეკითხვები სოციალურ-პოლიტიკური უფლებების სფეროში და, რა თქმა უნდა, მას მიეცა საშუალება, რომ ესაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტის მომავალი განვითარების ძირითად საკითხებზე“,-განაცხადა თალაკვაძემ.

 

">