„ საქმე გვაქვს „ოდეერების“ ძალიან ხისტი ფორმით დაბრუნებასთან“

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის აქტიურად ამოქმედებაში ადანაშაულებს, მათი თქმით, სუს-ი მაქსიმალურად ცდილობს გააკონტროლოს ყველა სახელმწიფო უწყება. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ახალი რეგულაციის მიხედვით,  სუს-ის თანამშრომელს საკუთარი სტატუსის გაუმჟღავნებლობის უფლება ეძლევა. საუბარია სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები გაერთიანებაზე.

„დაპირება იყო ე.წ. ოდეერების სისტემის გაუქმება, რომელიც ფორმალურად, ვითომდა გაუქმდა, რეალურად ვხედავთ, რომ ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ის რეალობა, რაც „ქართულ ოცნებას“  ჩვენი ხალხისთვის მოქვს, არის მათი დაპირებების საპირისპირო, რეალურად საქმე გვაქვს „ოდეერების“ ძალიან ხისტი ფორმით დაბრუნებასთან“,-განაცხადა კანდელაკმა.

">