საქართველო უცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არასდროს იტყვის უარს მრავალი თაობის მიერ სისხლით მოპოვებულ ეროვნულ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრიობაზე, სარწმუნოებაზე და ქართულ ოჯახზე, მოსწონს ეს თუ არა ბატონ როთის

საქართველო უცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არასდროს იტყვის უარს მრავალი თაობის მიერ სისხლით მოპოვებულ ეროვნულ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრიობაზე, სარწმუნოებაზე და ქართულ ოჯახზე, მოსწონს ეს თუ არა ბატონ როთის
„საზოგადოება ქართული“ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არაერთი დრამატული დღე უნახავს, მაგრამ რაც გუშინ პარლამენტის წინ ვიხილეთ, მაინც გამაოგნებელი იყო. მეგობარი ქვეყნების პარლამენტარები მომიტინგეების წინაშე გამოვიდნენ და სრულიად არაევროპულად მოუწონეს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლისა და გადატრიალების მცდელობები. „ევროპულ ნაკრძალში“ მცხოვრები პარლამენტარების ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება „ევროპის მეორეხარისხოვანი“ ხალხების მიმართ, არახალია, მაგრამ გუშინდელმა მათმა ქცევამ გადათელა ეთიკის, დიპლომატიის, პარტნიორობისა თუ მეგობარი ქვეყნის ელემენტარული პატივისცემის ყოველგვარი ჩარჩოები.
საზოგადოება ,,ქართული”კატეგორიულად გმობს ევროპელი პარლამენტარების ამგვარ უდიერ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ.
განსაკუთრებით მიუღებელი იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის ტიმ როთის უტიფარი განცხადება, რომლის თანახმად ის ვერ ხედავს „საქართველოს ნათელ მომავალს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, რომელიც ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირეა მმართველი პარტიის“.
ქართული სახელმწიფოს არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში და დღესაც ქართველი ერის იდენტობის, ეროვნული თუ სულიერი ფასეულობების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.
გვინდა, შევახსენოთ ყველა მეგობარსა თუ პარტნიორს, რომ საქართველო, რომელიც მიილტვის ევროკავშირის წევრობისკენ, დაინტერესებულია ევროპული ფასეულობების გაზიარებით, როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ეფექტური მმართველობა, ძლიერი საბაზრო ეკონომიკა და სოციალური სახელმწიფო.
ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელსაც უდიდეს ზიანს აყენებს ევროპარლამენტარების ასეთი გამოხტომები, პოლიტიკური სპეკულაცია, ზეწოლა და ე.წ. აგრესიული ნეოლიბერალური იდეოლოგიების ჩვენზე თავსმოხვევის მცდელობები.
ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მიზანმიმართულად გარედან ხდება იდეოლოგიური შეტევა ეკლესიაზე და სარწმუნოებაზე. ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები შეეცადნენ შეეცვალათ მათთვის უკვე დრომოჭმული ილიასეული ტრიადა ,,ენა მამული სარწმუნოება” – ენა, მამული, ერთობით.
საქართველო, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე სახელმწიფო, რომელსაც ევროპულ კულტურასთან სწორედ ქრისტიანული ფასეულობები აკავშირებს, უცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არასდროს იტყვის უარს მრავალი თაობის მიერ სისხლით მოპოვებულ ეროვნულ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრიობაზე, სარწმუნოებაზე და ქართულ ოჯახზე, მოსწონს ეს თუ არა ბატონ როთის, რომელიც როგორც მედიიდან გახდა ცნობილი, ლგბტ თემის წარმომადგენელია.
წარმოგვიდგენია, თუ რა რეაქციები ექნება მას პარლამენტში შესულ ახალ კანონპროექტზე, რომელიც წორედ რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი საუკეთესო პასუხი ბატონი როთის გამოხტომაზე იქნება 17 მაისს, ქართული ოჯახის დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და მოკეთეებისთვის ჩვენი ერთიანობის მძლავრი დემონსტრირება“, – ნათქვამია „საზოგადოება ქართული“ განცხადებაში.
თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება – ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.
Previous: ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა ყველა დაარწმუნა, რომ სახელმწიფოსთვის სუვერენული, პრინციპული პოზიციის დაცვა და დაფიქსირება არ ნიშნავს ვინმესთან მტრობას და ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში საუბარს არ აქვს ალტერნატივა

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი