,,საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”

საქართველო  ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ამის   შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთი სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთი ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველამოქალაქის უფლებები და თავისუფლებები.”