საქართველო ელოდება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს – ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს იწყებს.
ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა შეხვედრა განხილული იქნება ამ კონტექსტში.
მისივე თქმით, დარჩიაშვილის ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში გაიმართება სუამის მინისტერიალიც.
“საქართველო ელოდება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, აღნიშნულ კონტექსტში, ყველა შეხვედრა მიმართული იქნება იმ საქმიანობაზე, რაც მიმდინარე პერიოდში იმართება საქართველოში. მინისტრი, ასევე გამართავს არაერთ ორმხრივ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ბრიუსელში ჩატარდება სუამის მინისტერიალიც”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა