საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ერთდროულად დაძლევს აივ/შიდსს, C ჰეპატიტს და B ჰეპატიტს - თენგიზ ცერცვაძე
ჯანმო-ს სამიზნე არის 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილიანობის 65%-ით შემცირება - ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2030 წლისთვის (უფრო ადრეც) ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია: აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი - ძალიან მაღალია,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა ჩაუტარდა დაახლოებით 87 000 პაციენტს, მათი 99% (დაახლოებით 86 000 პაციენტი) სრულად განიკურნა.
წაიკითხეთ სრულად აქ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.