საქართველოს სახალხო დამცველი აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის სრულ წევრად აირჩიეს

სამხერთ კორეაში გამართულ აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველიასოციაციის სრულ წევრად აირჩიეს.

აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის დირექტორთა საბჭომ რეგიონში საქართველოს სახალხო დამცველის როლიდან დამნიშვნელობიდან გამომდინარე ასოციაციის ფარგლებში მისი მანდატის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. სრულიწევრობა სახალხო დამცველს ანიჭებს ხმის მიცემისა და გენერალური ასამბლეის წევრობის უფლებას, რომელსაც, თავისმხრივ, ახალი წევრების არჩევის უფლებამოსილება გააჩნია. ასევე მას ევალება დირექტორთა საბჭოსა და აუდიტორისშერჩევა და მათი ანგარიშების დამტკიცება.

">