საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ზალცბურგში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმში MCE Central & Eastern Europe მიიღო მონაწილეობა.
ავსტრიაში, ზალცბურგში გამართულ 3 დღიან ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
ფორუმის ფარგლებში საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროპის წამყვან კომპანიებთან, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებლთან და ღონისძიების პოტენციურ დამკვეთებთან.
ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ს, ბელგიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნების და სხვა სახელმწიფოების კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.
MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს