საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში იტალიასთან  69:71 დამარცხდა.
გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ გუნდს პლეიოფში მოხვედრა გარანტირებული ექნებოდა.

დღევანდელი მარცხის მიუხედავად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პლეიოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ამისათვის ისრაელისა და უკრაინის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება ისრაელის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ანგარიშით 104:91 დაამარცხა.

ისრაელისა და უკრაინის ნაკრებთა მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.

საქართველოიტალია 69:71 (10:27, 20:11, 17:20, 22:13)

 

">