პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიაზე მიიღეს.

სამხედრო ძალის გამოყენებაზე პრეზიდენტის აქტს რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს

 

ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის კერების ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალის გამოყენებაზე პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იმართება. ბიუროსა და თავდაცვისადა უშიროების კომიტეტტის სხდომის შემდეგ, საკითხს კენჭს სესიაზე უყრიან.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კობა კობალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოძებამ დადოს ზუსტი შედეგები, რადგან ბოლო პერიოდში ხანძრებს ინტენსიური, ორგანიზებული და  წერტილოვანი ხასიათი ჰქონდა.

„ხანძარს აქვს ასეთი თვისება, სანამ არ აინთება, ვერ ჩააქრობ, აქედან გამომდინარე, არავითარ დაგვიანებასთან არ გვაქვს კავშირი, იმიტომ, რომ საკმაოდ ოპერატიულად, საკმაოდ აზრობრივად და მიზნობირვად მუშაობს საველე შტაბი, საველე პირობებშია მთელი მთავრობა გადართული. შეიძლება ბევრი რამე არის კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ მე მოვერიდები ამ საკითხებზე საუბარს ახლა იმიტომ, რომ არის შესაბამისი ორგანოები, არიან პროფესიონალები, რომლებსაც შესაბამისი მოკლვევებისა და ძიების პროცესების შემდეგ შეეძლებათ ამა თუ იმ დასკვნის დადება. მე არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ საკმაოდ ინტენსიურ, ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს ეს ყვე;ლაფერი“,-განცხადა კობალაძემ.

საქართველოს პარლამენტი 23 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება

საქართველოს პარლამენტი 23 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზი სტიქიის ზონაში სამხედრო შენაერთების გამოყენებაა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტთან კომუნიკაცია უკვე შედგა.

 

">