საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით დღეიდან მიდგომები იხვეწება

პრეზიდენტი მოქალაქეობის მინიჭების პროცესში, მოქალაქეების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. აბაშიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დღეიდან დაიწყება.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშრებით. პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, დღეიდან მე ვიწყებ კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან – იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან“,-განაცხადა აბაშიშვილმა.

">