საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას მიმართა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურაპოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.

ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას.

ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელთან სატალეფონო საუბრისას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

">