საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის კიდევ უფრო გააქტიუროს თანამშრომლობა ყველა სფეროში, განსაკუთრებით გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ელჩმა გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე საქართველოში, აგვისტოში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისთვის.​

">