საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად საელჩომ მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა

საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისთვის აღსანიშნავად  კანადაში საქართველოს  საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც   საქართველოს საგანებო და  სრულუფლებიანმა ელჩმა  კონსტანტინე  ქავთარაძემ უმასპინძლა კანადის საგარეო საქმეთასამინისტროს,  თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, კანადის აკადემიური  წრეებისა და  მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა დამსწრე სტუმრებს  წარუდგინა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია, ისაუბრა ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურიგანვითარებაზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე, საქართველოს  უნიკალური კულტურისა დატურისტული ღირშესანიშნაობების თაობაზე.

ღონისძიების ფარგლებში  ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

">