საქართველომ ჰოლანდიას რაკეტა გადასცა

საქართველომ ჰოლანდიელ სამხედროებს საზენიტო კომპლექსის „ბუკ“-ის რაკეტა გასცდა. ამის შესახებ უკრაინული „უნიანი“ ჰოლანდიურ RTL Nieuws-ზე დაყრდნობით წერს. ჰოლანდიელებს რაკეტა უკრაინის აღმოსავლეთში რეისი MH17-ის ჩამოგდების გამოძიებისთვის სჭირდებათ. სააგენტოს ინფორმაციით, ჰოლანდიის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები საქართველოში მიმდინარე წლის 21 თებერვალს ჩაფრინდნენ სამხედრო თვითმფრინავი „ჰერკულესით“. საქართველოში მათ გადასცეს „ბუკ“-ის კომპლექსის რაკეტა და მეორე დღეს, რაკეტა უკვე ჰოლანდიაში იყო.

როგორც RTL Nieuws-ი წერს, აღნიშნული ინფორმაცია ნიდერლანდების პროკურატურამ დაადასტურა.

„გაერთიანებულ საგამოძიებო ჯგუფს (JIT) სხვადასხვა ქვეყნებთან ქონდა კონტაქტი, მათ შორის ფინეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. გაეროს 2166-ე რეზოლუციის ფარგლებში, საქართველომ გამოძიებას გაუწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება, რის შედეგადაც „ბუკ“-ის რაკეტა ხელმისაწვდომი გახადა“, – განაცხადეს ჰოლანდიის პროკურატურაში. RTL Nieuws-ის ინფომრაციით, რაკეტა არამხოლოდ გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, არამედ ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომელსაც კომპლექსის ეფექტურობის დადგენა სურს. კერძოდ, სამინისტროს აინტერესებს, თუ რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული რაკეტა ახალი გამანადგურებლის წინააღმდეგ.

">