მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით უცხოეთში 15.3 ადამიანი გაემგზავრა (საერთო ვიზიტების 2.7%). საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი თითქმის წინა კვარტლის (15 241) იდენტურია.
რაც შეეხება სხვაობას გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2023 წლის მეორე კვარტალში უცხოეთში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 12.9 ათასი იყო.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა.
წყარო: jandacva.ge