საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა გაგრძელდება. ადვოკატები ლტოლვილის სტატუსზე მიღებულ უარს ასაჩივრებენ. ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ოჯახის წევრები ყველანაირ პირობას აკმაყოფილებენ იმისთვის, რომ მათ მიენიჭოთ ლტოლვილის სტატუსი.

„გამოვიკვლევთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც ვაფუძნებთ ჩვენ მოთხოვნას და რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი მოთხოვნა არის საფუძვლიანი და ნამდვილად, მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ოჯახის წევრები ყველანაირ პირობას აკმაყოფილებენ იმისთვის, რომ მათ მიენიჭოთ ლტოლვილის სტატუსი, ანუ ვამტკიცებთ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით არიან მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ოჯახის წევრები დევნილები თურქეთის რესპუბლიკიდან“,-განაცხადა კვიჟინაძემ.

">