საფრანგეთი და ესპანეთი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას ლობირებენ

ევროკომისიამ 2035 წლისთვის ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის შესახებ კანონის მოსალოდნელი გადახედვის შესახებ განაცხადა, თუმცა, საფრანგეთმა და ესპანეთმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდეს, “დარჩნენ სწორ გზაზე”.
ევროკომისია მიუთითბს, რომ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები უალტერნატივოა. ეს ყველაფერი Euronews-მა გამოამზეურა ქვეყნების ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით.
ქვეყნები ამტკიცებენ, რომ მიუღებელია 2035 წლისთვის ე.წ. plug in ჰიბრიდებისთვის უპირატესობის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, იტალია და ითხოვენ. მათი თქმით, მხოლოდ ელექტრომობილებზე გადაწყობა მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნების წამყვან ინდუსტრიებს.
წერილში პარიზი და მადრიდი ამტკიცებენ, რომ შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გაუქმების შემთხვევაში, ბლოკი ვერ შეძლებს, 2050 წლისთვის სრულად ნახშირბად-ნეიტრალური გახდეს.
საერთო წერილში, საფრანგეთი და ესპანეთი საუბრობენ თანხებზე, რომლებიც უკვე მობილიზებულია დასახული მიზნის მისაღწევად და აცხადებენ, რომ იქმნება “უსამართლო საერთაშორისო კონკურენცია” და “მზარდი ზეწოლა”, რადგან ჩინეთის მიერ იშვიათ ლითონებზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები ევროპელი მწარმოებლებისთვის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა.
გერმანია, როგორც, ავტოინდუსტრიის გამორჩეული მოთამაშე და BMW-ს, Mercedes Benz-ისა და VolksWagen-ის მარკის ავტომობილების მწარმოებლები, ღიად უჭერს მხარს დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის გაუქმებას.
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთვის კანონი “სიგიჟეა”. იმავეს სლოვაკი კოლეგა, რობერტ ფიცოც. ის ამტკიცებს, რომ “მწვანე უტოპია” ს ავტოინდუსტრიას უქმნის საფრთხეს.