საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო, უწყებაში დაიბარა, – ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ რუსეთმა ირანისგან ბალისტიკური რაკეტები მიიღო მათ უკრაინაში მიმდინარე ომში, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გამოიყენებს.
ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.