გუშინ, 6 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველ ტურში საფრანგეთი შინ იტალიასთან 1:3 დამარცხდა. “მამლების” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ, შეხვედრა კარგად დავიწყეთ, შემდეგ შეცდომები დავუშვით და ამით მეტოქემ ისარგებლა.
იტალიის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია და კონტრშეტევებზე დაგვსაჯეს.
პასუხისმგებლობას არასდროს გავურბოდი. მატჩამდეც ვიცოდი, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. მეორე ტაიმში ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. დაცვაშიც უამრავი შეცდომა დავუშვით”, – განაცხადა დეშამმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას 9 სექტემბერს, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.
იტალიის ნაკრები ამავე ტურნირზე
9 სექტემბერს, ისრაელს დაუპირისპირდება.