სასამართლოში ბიზნესის ინტერესებს ბიზნესომბუდმენის ადვოკატი დაიცავს

ბიზნესომბუდმენის აპარატი სასამართლოს მეგობრის ფუნქციას აფართოებს. როგორც ბიზნესომბუდსმენმა რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ განაცხადა, ​ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო სასამართლოებში აპარატის ფუნქცია გაფართოვდება.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთი ფუნქცია მათ უკვე აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ერთხელ უკვე გამოიყენეს. სავარაუდოდ, ცვლილებები მომავალი წლიდან ამოქმედდება.

როგორც ლექვინაძე აცხადებს, პრობლემად რჩება სასამართლოებში დროში გაწელილი ბიზნესპროცესები, თუმცა, ამ კუთხით გარკვეული პროგრესი არის.

">