სასამართლომ ირაკლი ეძგვერაძე 2700 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ 2700 ლარით დააჯარიმა.
ენმ-ს წევრი ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბერს გლდანში, საკუთარ სახლთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება ჰქონია.
ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
თვითონ ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების დროს მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ადვოკატის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო კომისიას აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
ამავე დღეს დააკავეს ენმ-ის წევრი ირაკლი ნადირაძე. ის გლდანში ეძგვერაძის დაკავების შემდეგ მივიდა, რათა მომხდარის მიზეზები დაედგინა. პოლიციამ ის პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ იგი 2500 ლარით დააჯარიმა.