საპატრიარქოს ბრიუსელში ტაძარი გადაეცა

საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა, რომლის ინაუგურაციაც დღეს გაიმართა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საზეიმო წირვა, ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, ბენლუქსის ქვეყნებში წარმოდგენილი ავტოკეფალური ეკლესიების იურისდიქციაში მყოფმა მაღალმა იერარქებმა და სამღვდელოებამ აღავლინეს.

ტაძარში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე) იმსახურებს.

">