სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის, ჩოი სანგ-მოკის ცნობით, 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინის დახმარების პაკეტიდან 200 მილიონი დოლარის გამოყოფა მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება, ხოლო დარჩენილი 2,1 მილიარდი დოლარი 2025 წლიდან ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების სახით გაიცემა.
ასევე, სამხრეთ კორეა მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უკრაინის დახმარების პროექტებისთვის 50 მილიონ დოლარს გადასცემს.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 2023 წლის სექტემბერში პირობა დადო, რომ სეული ს რუსეთთან ომის შემდეგ მისი აღდგენისთვის 2,3 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!