სამწუხაროდ არ ველოდები, რომ კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მათ შორის, სამთავრობო მოსმენებზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა – გურამ მაჭარაშვილი

პარტია “ხალხის ძალის” ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება და ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უარის მიუხედავად, მმართველი გუნდი ახალი მთავრობის დამტკიცებას შეძლებს.
“ექნება სრული მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობიდან ს და მის სამთავრობო გუნდს. ვემზადებით 2024 წლის ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების დღისთვის, სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება 2027 ოქტომბრისთვის, ანუ მეორე წლისთვის. ისინი აქედანვე იწყებენ წუწუნს, აქედანვე აანონსებენ, რომ არ ენდობიან არჩევნებს, ეს კინო არაერთხელ გვაქვს ნანახი, ამიტომ, სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მათ შორის, ამ სამთავრობო მოსმენებზე იშვიათი გამონაკლისების გარდა. შეიძლება რამდენიმე დეპუტატმა კონსტრუქციულად დასვას კითხვა, თუმცა ეს პროცესი გავლილი გვაქვს, ეს არ გვაღელვებს, მთავარი არის ის, რომ შევძლებთ ახალი მთავრობის დამტკიცებას. შემდეგ უკვე საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყება საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კრამიტდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას “კამიტი” არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, “არაბიზაციის” ანდა “ჩელიაბინსკიზაციის” თემაზე გადაერთოს

გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან – გამოდის, რომ “ბიბისი” ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან