სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს ს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
ამავე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
კერძოდ, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.
შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადამიანს, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდა პოლიციელებს, ეხუტებიან, ხოლო პოლიციელს, რომელიც იცავდა საზოგადოებას, სანქციებს უწესებენ, ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს