„სამსუნგი“ აკუმულატორების დამუხტვის დროს ხუთჯერ შეამცირებს

სამსუნგის“ მოწინავე ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტმა ე.წ. გრაფენული ბურთების ტექნოლოგია დააპატენტა, რომელმაც 45%-ით უნდა გაზარდოს თანამედროვე აკუმულატორების მოცულობა და ხუთჯერ შეამციროს მათი დამუხტვის დრო. ამ ტექნოლოგიის შესახებ ჟურნალი Nature წერს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტექნოლოგიაზე „სამსუნგრმა“ პატენტი აშშ-სა და სამხრეთ კორეაში მოიპოვა. მის საშუალებით, თანამედროვე სმარტფონის დამუხტვა ერთი საათის ნაცვლად 12 წუთში უნდა იყოს შესაძლებელი. ამასთან, ამ ტექნოლოგიებით დამზადებული აკუმულატორების გამოყენება 60 გრადუსიან ტემპერატურაზეც შესაძლებელია, ანუ, მისი გამოყენება შეიძლება ელექტრომობილებშიც.