სამართალდამცველმა კალიფორნიის ტყის ხანძრის ეპიცენტრში ვიდეო გადაიღო

კალიფორნიის შტატში, სადაც ტყის ხანძარი მძვინვარებს, სამართალდამცველმა სტიქიის ეპიცენტრში ვიდეო გადაიღო. ვიდეო BFMTV-მ გაავრცელა.

სონომას ოლქის შერიფი ავტომობილით სან-ფრანცისკოს შემოგარენში გადაადგილდებოდა. ბოლო მონაცემებით, ხანძარმა შტატში 21 ადამიანი იმსხვერპლა.სტიქიის შედეგად ასევე განადგურდა 3500-ზე მეტი შენობა. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის 22 მასშტაბურ კერას ებრძვიან. ხანძრის გამო 20 ათასი ადამიანი  იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

არსებული ვითარების გამო 9 ოქტომბერს კალიფორნიის  გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.