სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკოდანაშაული გახსნეს

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებული ნ.ყ. ნარკოდანაშაულისთვის აბაშის რაიონის სოფელ მარანში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

">