სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ დაუხუროს კარი ჩვენს თანამემამულეებს

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც პრეზიდნეტის ვეტო იქნება დაძლეული, მივიღებთ კონსტიტუციას, რომლის 32-ე მუხლის, მეორე ნაწილში ეწერება, საქართველოს მოქალაქეობის  მინიჭების პირობები, წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები, რომელიც განისაზღვრება ორგანული კანონით.

ეს მუხლი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ ლიბერალური დამოკიდებულებისკენ, სადაც აღარ იქნება ის აკრძალვა, რომელიც ჩვენი უცხოეთში მყოფი მოქლაქეებისთვის ნიშნავდა იმას, რომ თუ ისინი მიიღებდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ისინი კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს არის ძალიან დადებითი პროგრესი ამ კონსტიტუციის. ამ დროს, როდესაც ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, 1 სექტემბრიდან პრეზიდენტი, ცვლის პოლიტიკას, ამკაცრებს, თავისი ადმინისტარციის განცხადებით, უარს ამბობს მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კომისიისგან რეკომენდაცია არის დადებითი, იმ შემთხვეავშიც, როდესაც ადამიანები არიან ყოფილი საქართველოს მოქალაქეები, დაბადებულნი საქართველოში, ეს არის აღმაშფოთებელი. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უარყოფს კონსტიტუციას არ არის მისი გარანტორი, ეს ნიშნავს, რომ მას არ აღელევბს ჩვენი საზღვრებს გარეთ მყოფი თანამემამულეების ბედი.

ამ შემეთხვევაში არ არის მოტივირება, არც კონსულტაცია, არც დიალოგი, სიტყვები რომელიც ძალიან მოსწონს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა თვითნებურად გადაწყვიტა, რომ დაუხუროს კარი ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში, იმ დროს როდესაც კონსტიტუცია მიდის საწინააღმდეგო  მიმართულებით და ორგანული კანონით ჯერ არ არის მიღებული“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

">