სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გერის დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს

სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ დანიშნა საკუთრი გერი, ნანა კაშია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტანტად.

„ერთი ადამიანი აუცილებელი არის. მე ეს ვისწავლე, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი. შენ გჭირდება შენს უახლოეს ადმინისტრაციაში, ეს არის ადმინისტრაციული ადგილი, გჭირდება ერთი ადამიანი, რომელიც არის სრულიად სანდო და რომელიც შენთვის მუშაობს და მხოლოდ შენთვის.

აუცილებელი იყო (ოჯახის წევრი ყოფილიყო), აუცილებელი არის და ყველას ჰყავს თავის უახლოეს გარემოცვაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც არის მისთვის სრულიად სანდო, ერთი ადამიანი მყავს და ამას თავისუფლად ვიტყვი, გავიმეორებ და არანაირი ხინჯი არ მაქვს ამის მიმართ.

ეს არ არის შტატი და ეს არ არის საკონკურსო. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ჩვენ ჩავატარეთ უწესიერესად, ყველა კანონის მოთხოვნა შევასრულეთ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

">