– დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, უთხრან „არა“ „კობახიძის და პუტინის ერთად დგომას“.
„დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ესწრება თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს ეძღვნება და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი: პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს ასიმეტრიული და კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან