სალომე ზურაბიშვილისა და ხატია ბუნიათიშვილის საუბარი ფრანგულ რადიო  “RTL”-ს ეთერში

ფრანგულ რადიო  “RTL”-ს ეთერში, სტეფან ბერნის გადაცემაში, სადაც მიწვეული იყო პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გადაცემის ავტორებმა ქართველ პიანისტს სიურპრიზი მოუმზადეს და ტელეფონით ჩართეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედება ევროპაში ქართული კულტურის წარმატების შესანიშნავ მაგალითად შეაფასა და მას წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, ხატია ბუნიათიშვილმა წარმატებები უსურვა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის მრავალი სირთულეების პერიოდში.

">