საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელება ოპოზიციაზეა დამოკიდებული

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლოა გაგრძელდეს.პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი ოპონენტებისგან, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ ისინი მხარს ცვლილებებს.

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას, გამოვთქვით დიალოგის სურვილი, ეს იყო ჩვენი ნება და ჩვენი პოზიცია, სამწუხაროდ ამაზე მივიღეთ გაუგებარი პასუხი. ჩვენ ვითხოვდით ძალიან მარტივ კითხვაზე პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა ბუნებრივია, დიალოგის გაგრძელებას, თუმცა სამწუხაროდ პასუხი არ იყო შესაბამისი, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ოპოზიციაზე“,-განაცხადა კობახიძემ.

">