საკონსტიტუციო ცვლილებებზე  დაგეგმილ შეხვედრაზე  „ქართულმა ოცნებამ“  პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები არ მიიწვია

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო კონსენსუსისა და მოლაპარაკების პროცესში ფართო ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრას პრეზიდენტის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. „ქართულმა ოცნებამ“ შეხვედრაზე პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები არ მიიწვია.

„კონსტიტუციის ცვლილების პროცესი შევიდა ჩიხში და მნიშვნელოვანია მისი ჩიხიდან გამოყვანა, ეს იწყება პარტიებთან შეხვედრით, როგორც პირველი ეტაპი, ესეც მშვენიერია, მაგრამ არ იქნება სწორი თუ ჩვენ დავკმაყოფილდებით კონსენსუსის ძიებით მხოლოდ და მხოლოდ პარტიებს შორის. მნიშვნელოვანია ფართო კონსენსუსის შენება, ეს იქნება კონსტიტუციური ორგანოები, საზოგადოების ჯგუფები თუ არასამთავრობო სექტორი“,-განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული. მოლაპარაკებებს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

 

">