საია სახალხო დამცველს ყარაჯალის სკოლაში მომხდარი ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ყარაჯალას სკოლაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მოსწავლე სკოლაში ხიჯაბით არ შეუშვეს, დისკრიმინაციად აფასებენ. საია სახალხო დამცველს  ყარაჯალის სკოლის ინციდენტში ჩართვას სთხოვს. საია-ს წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის განცხადებით, სახალხო დამცველმა ყარაჯალის სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციით უნდა მიმართოს, რომ შეიცვალოს სკოლის შინაგანაწესი და მუსლიმ მოსწავლეებს ხიჯაბის ტარების უფლება მიეცეთ.

„ორ მოსწავლე გოგონას აეკრძალა სკოლაში ხიჯაბით სიარული, ეს არის დისკრიმინაციული მოპყრობა, ირიბი დისკრიმინაცია. ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, რეკომენდაციით მიმართოს ყარაჯალას სკოლის დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, იმისთვის, რომ შეიცვალოს სკოლის შინაგანაწესი და ამ შინაგანაწესის საფუძველზე, მუსლიმ გოგონებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჰიჯაბით გადაადგილდებოდნენ სკოლის ტერიტორიაზე“,-განაცხადა გოცირიძემ.

">