საია საარჩევნო კოდექსის გადახედვის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო კოდექსის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს. საია-ს იურისტები მიიჩნევენ, რომ არჩევნებში ჩართული დამოუკიდებელი კანდიდატები და პარტიების წარმომადგენლები არათანაბარ პირობებში არიან. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამჟამად არსებული კანონმდებლობა უსამართლოა და საჭიროა ყველა სუბიექტს თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეს. სამოქალაქო სექტორი შესაბამისი რეკომენდაციით პარლამენტს მიმართავს.

„ერთიანობაში უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსის გადახედვა, რომ არ არსებობდეს რიგი ნორმები, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებს და განსხვავებულ რეჟიმს დაადგენს კანდიდატებისთვის, რაც გარკვეულწილად შემდგომ უკვე მათ კამპანიაზეც აისახება. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ვადები, ვინაიდან კანდიდატები არ ჩავარდნენ უსამართლო გარემოში და მათ თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ“,-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

">