„სათვალე რომ არ მქონოდა გადავყლაპავდი, წვრილი წიწილი იყო გველის წიწილი“

ბათუმში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოვაჭრე ქალბატონმა სასმელ წყალში მცირე ზომის ქვეწარმავალი აღმოაჩინა. მაყვალა გორდელაძე „რუსთავი-2“- ის ეთერში ყვება, რომ ის ხშირად სარგებლობდა ამ ონკანით, დღეს წამლის დასალევად ბოთლში წყალი აავსო და შემთხვევით მცურავი ქვეწარმავალი შენიშნა.

„წამალი უნდა დამელია და სათვალე, რომ არ მქონოდა თვალზე ალბათ, გადავყლაპავდი. წვრილი წიწილი იყო, გველის წიწილი“ – განაცხადა მაყვალა გორდელაძემ.

ადგილზე გამოიძახეს ბათუმის წყლის ლაბორატორიული ჯგუფი. ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ ეს იყო ე.წ თმისებური ჭია, რომელიც ნესტიან ადგილებში ბინადრობს და ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის.

ავტოსადგურში მომუშავეები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ონკანიდან დაბინძურებული წყალი მოდის.