ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენელთა მორიგი სხდომა ჩაინიშნა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის საკითხზე, კომისიათა მორიგი სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.
ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ორივე ქვეყანამ ერთად უნდა გადაწყვიტოს სამომავლო ურთიერთობები".
სომხეთის საგარეო უწყებაში უკვე დაადასტურეს, რომ შეხვედრას მათი წარმომადგენელიც დაესწრება.
საზღვრის დემარკაცია-დემილიტაცია საკითხზე ჩანიშნული რიგით მეხუთე სხდომის გამართვა ორი ქვეყნის სასაზღვრო ზონაშია დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.