საერთაშორისო კონფერენცია – “სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისა და მხარდაჭერის პროცესში” გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს.
უწყების ცნობით, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო კონფერენცია – “სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისა და მხარდაჭერის პროცესში” გაიხსნა.
“ორდღიანი ღონისძიება შესაბამის სფეროში აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვას, საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.
საერთაშორისო კონფერენცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გახსნა.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიონალურ საქმიანობაზე. შეფასდა სისტემებში ბოლო 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან,” – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია