„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში“ ევროსასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს არაობიექტურად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი არაობიექტურად ჩატარდა. საერთაშორისო გამჭირვალობაში ამბობენ რომ შერჩევის პროცესისას იქმნებოდა  შთაბეჭდილება რომ წინასწარ იყო ცნობილი თუ რომელ კანდიდატს უნდა მიეღო ხმები და თუ რომელი კანდიდატი უნდა გასულიყო შემდგომ ეტაპზე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი გვილავას თქმით, ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი სრულიად დაუსაბუთებულად დაბლოკეს. გვილავას განცხადებით, სრულიად უცნობია თუ რა კრიტერიუმებით გაცხრილეს სია და აირჩიეს კანდიდატები კომისიაში. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა კომისია დატოვეს.

 

 

">