„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – პროკურატურა გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაციას ასაიდუმლოებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, პროკურატურა გახმაურებული საქმეების შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. საქმე ეხება 2012 წლის შემდეგ გაწყებულ გამოძიებებზე, მათ შორის ნიკა გვარამიას ფარულ ჩანაწერზე, აფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასა და გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ოლიკო შერმადნის განცხადებით, მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ ამ საქმეებზე ინფორმაცია არ მიაწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია აპირებს სასამართლოს მიმართოს.

„ჩვენს ჩამონათვალში მოხვდა საქმეები, როგორიც არის გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე, ნიკა გვარამიას მონაწილეობით ფარული ჩანაწერები გავრცელდა რამდენჯერმე და ამ ჩანაწერების დამზადებისა და საქმეებზე გამოძიებაც არ ვიცით რა შედეგით დასრულდა. პროკურატურამ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია და ჩვენ ვაპირებთ, რომ პროკურატურის უარი გავასაჩივროთ სასამართლოში“,-განაცხადა შერმადინმა.

 

">