საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს სასაზღვრო-პუნქტებზე რენდგენოსკანერების მიწოდება შეჩერდა

საქართველოში -ის საელჩო ადასტურებს, რომ სახელმწიფო მდივნის ს მიერ გამოცხადებული დახმარების შეჩერება შეეხო საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე რენდგენოსკანერების მიწოდების პროცესსაც.
საელჩო მიზეზად საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებსა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ასახელებს. აქვე საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში საქმიანობას აგრძელებს.
“აშშ-ის სახელმწიფი დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) აგრძელებს საქმიანობას საქართველოში, თუმცა საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ეხება სტუდენტებს, ბიზნესის წამომადგენლებს, ფერმერებს, სხვადასხვა ჯგუფებსს – მათ შორის სოფლად – სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას. “, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ფორმულას ეთერში გუშინ, 14 აგვისტოს კოალიცია ერთიანობის წევრმა გია ჯაფარიძემ თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული, მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეუჩერა.