საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.
უწყების ინფორმაციით, სიმულაციური სწავლების სცენარის მიხედვით, ს საბაგირო გზაზე მოხდა ტექნიკური შეფერხება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მგზავრების ევაკუაცია სამაშველო ბატუტის, დრონისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს. სწავლების მიზანს, ტექნოლოგიური ავარიის დროს საბაგიროდან მგზავრების ევაკუაციის დახვეწა წარმოადგენდა. ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და ქალაქ ს საბაგიროს ადმინისტრაციის თანამშრომლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ბრალში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას, ფაქტობრივად, არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს დაზიანება – ეს არის თეატრი