საგამოძიებო სამსახური: სამართალდამცველებმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთეს

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან ამოღებულია 700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 19 800 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე“, – აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

">