საბერძნეთში ბრიტანელი ტურისტი გარეული ცხოველების თავდასხმას ემხვერპლა

საბერძნეთში ბრიტანელი ტურისტი გარეული ცხოველების თავადასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ გამომძიებლებმა განაცხადეს, რომლებმაც ცელია ჰოლინგვორტის ცხედარი შეისწავლეს.

62 წლის ქალი 21 სექტემბერს ქალაქ მარონეიას გარეუბანში ერთ-ერთი  არქელოგიური ობიექტის მონახულების შემდეგ დაიკარდა. 2 დღის შემდეგ მისი ცხედარი პოლიციამ აღმოაჩინა.

თავდაპირველად სამართალადამცავი ორგანოები ვარაუდობდნენ, რომ ტურიტს მაწანწალა ძაღლები დაესხნენ თავს, თუმცა ექსპერტიზის შემდეგ, კრიმინალისტებმა განაცხადეს, რომ ქალი სავარაუდოდ მგლებმა დაგლიჯეს.

">