საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა. პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რეესტრის საშუალებით დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ გამოწვევად რჩება, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და საარჩევნო გარემოზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისთვისაც ერთნაირად აქტუალურია. შესაბამისად, მუდმივად ეძებს და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, სანდო ინფორმაციის ეფექტიან მიწოდებასა და დეზინფორმაციის ზემოქმედების შემცირებას. ,,დეზინფორმაციის რეესტრის” შექმნაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია – ნაბიჯი, რომელიც ემსახურება გამჭვირვალობის გაძლიერებას და ამომრჩევლების ინფორმაციისადმი მდგრადობის ზრდას.
ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე. რეესტრში თავმოყრილია ყველა ის დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაც ემსახურება საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენას და აზიანებს საარჩევნო პროცესს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციასთან ერთად პლატფორმაზე ასახულია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია.
პლატფორმაზე განთავსებულია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის შედეგად შერჩეული დეზინფორმაციული მასალა. „დეზინფორმაციის რეესტრი“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ ს მიხედვით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო, რაც ხაზს უსვამს ცესკოს მზადყოფნას თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. ცესკო, როგორც ს ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, გააგრძელებს ოპერატიულ რეაგირებას ყველა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს მოქალაქეებს ყოველთვის გადაამოწმონ და ენდონ ოფიციალურ, სანდო და დაზუსტებულ ინფორმაციასა და წყაროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა

რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია, ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს

მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით, კარგია, რომ მათ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს აღნიშნული პროექტი

„ბი-ბი-სი”-სთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია