სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს მისი ივანიშვილისთვის გადაცემა სურს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველის ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ. ამის შესახებ მან ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველანი ვხედავთ, რომ არსებობს შეთანხმება პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის. ისინი ჩემს შანტაჟსა და შეშინებას ცდილობენ. მათი თმქით, თუ უკრაინაში ჩავალ, მაშინ ციხეში მოხვდები იმ ბრალდებების გამო, რომელსაც არავინ აღიარებს“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, პოროშენკომ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ოპონენტი მოიშოროს – „მან გადაწყვიტა, რომ დამიჭიროს და გამხადოს ივანიშვილის პირადი პატიმარი“.

„მე თქვენი არ მეშინია. მე მართალი ვარ“, – აცხადებს სააკაშვილი.

">