რუსთავში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში სპეცოპერაციაა რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე.  ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს . სპეცოპერაცია , სავარაუდოდ, ნარკოტიკებს უკავშირდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ნარკორეალიზატორი. სოციალურ ქსელში სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება.

შსს მომხდარზე დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

">